воскресенье, 19 февраля 2017 г.

მესამე დღის რეფლექსია--

      პროექტის თემა და მიზნები ეფუძნება სასწავლო გეგმის სტანდარტებსა და 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევებს.
     გავეცანით განახლებული სასწავლო გეგმის სტანდარტებს საგნების მიხედვით, ასევე გავეცანით 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევებს. ასევე განვიხილეთ ბლუმის განახლებული ტაქსონომია.
მოძიებული მასალები შევინახეთ ჩვენი პორთფოლიოს შესაბამის საქაღალდეებში

შემდეგ შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაო .პროექტის ჩემს მიერ არჩეულ თემას შევუსაბამე საგნობრივი სტანდარტის შესაბამისი შედეგები და ინდიკატორები.
ასევე განვსაზღვრე პროექტის მიზნები და ამოცანები.ეს ყველაფერი შევიტანე პროექტის შაბლონში.
ყველა ჩვენგანისთვის ახალი თემა იყო პროექტის საკვანძო, თემატური და შინაარსობრივი კითხვები,  განვიხილეთ თემატური მასალა,შემდეგ  კითხვების ნიმუშები
ჩემი პროექტისათვის შევარჩიე ერთი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვა ,ორი თემატური და სამი შინაარსობრივი .ეს კითხვებიც პროექტის გეგმის შაბლონში შევიტანე.

воскресенье, 12 февраля 2017 г.

მეორე დღის რეფლექსია

განვიხილეთ----სილაბუსი, შევქმენით  ელექტრო  პორთფელიოები, ვიმუშავეთ ბროშურის შექმნაზე, ვისაუბრეთ ბლოგებზე, განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმა