пятница, 10 марта 2017 г.

ინტელის პროექტი


LONDON SIGHTSEEING



კურსის რეფლექსია

დავასრულეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე,, გადავხედე   ჩემს ნამუშევარს,, შევამოწმე ჩემი მასალები,შევამოწმე ჩემი ტრეინინგის  საქაღალდეები   და ავტვირთე   drive -ზე .. ამის შემდეგ  გამოვაქვეყნე ყველაფერი ჩემს ბლოგზე. ცხრა დღიანმა   ტრეინინგმა ნაყოფიერად ჩაიარა, მადლობა ტრეინერ ავთო ცნობილაძეს გაწეული შრომისათვის.

среда, 8 марта 2017 г.

 მე 8 დღის ტრენინგი იყო  ძალიან დატვირთული, შრომატევადი. ამ ტრენინგმა დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო პროექტის დაგეგმვის თვალსაზრისით. შევისწავლე პროექტზე მუშაობის ის აუცილებელი აქტივობები, რომლებიც გასათვალისწინებელია მოსწავლებთან მუშაობის პროცესში. ის შეფასებები თითოეული აქტივობის მიმართ განაპირობებს მოსწავლეთა ინტერესს, მოტივაციას და თანამედროვე ტექნოლოგიების სწორად წარმართვას საგაკვეთილო პროცესში.

воскресенье, 19 февраля 2017 г.

მესამე დღის რეფლექსია--

      პროექტის თემა და მიზნები ეფუძნება სასწავლო გეგმის სტანდარტებსა და 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევებს.
     გავეცანით განახლებული სასწავლო გეგმის სტანდარტებს საგნების მიხედვით, ასევე გავეცანით 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევებს. ასევე განვიხილეთ ბლუმის განახლებული ტაქსონომია.
მოძიებული მასალები შევინახეთ ჩვენი პორთფოლიოს შესაბამის საქაღალდეებში

შემდეგ შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაო .პროექტის ჩემს მიერ არჩეულ თემას შევუსაბამე საგნობრივი სტანდარტის შესაბამისი შედეგები და ინდიკატორები.
ასევე განვსაზღვრე პროექტის მიზნები და ამოცანები.ეს ყველაფერი შევიტანე პროექტის შაბლონში.
ყველა ჩვენგანისთვის ახალი თემა იყო პროექტის საკვანძო, თემატური და შინაარსობრივი კითხვები,  განვიხილეთ თემატური მასალა,შემდეგ  კითხვების ნიმუშები
ჩემი პროექტისათვის შევარჩიე ერთი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვა ,ორი თემატური და სამი შინაარსობრივი .ეს კითხვებიც პროექტის გეგმის შაბლონში შევიტანე.

воскресенье, 12 февраля 2017 г.

მეორე დღის რეფლექსია

განვიხილეთ----სილაბუსი, შევქმენით  ელექტრო  პორთფელიოები, ვიმუშავეთ ბროშურის შექმნაზე, ვისაუბრეთ ბლოგებზე, განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმა

понедельник, 16 мая 2016 г.

Helping People -Mary Seacole



პროექტის სახელწოდება
ორი ახლობელი ქვეყნების დედაქალაქები -თბილისი და ლონდონი
პროექტის მთავარი იდეა (თემა)
შევადაროთ ლონდონი და  თბილისი - როგორც დედაქალაქები
პროექტის აქტუალობა
ეს პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეებს გაეცნონ მათი ორი ახლობელი ქვეყნის დედაქალაქების ღირსშესანიშნაობებს.ამავე დროს მოსწავლეები შეიძენენ ღრმა ცოდნას, კვლევა -ძიების, სინთეზური ანალიზის უნარ - ჩვევებს
პროექტის მიზნები

среда, 11 мая 2016 г.

გაკვეთილის გეგმის ფორმა/სქემა

                                                გაკვეთილის გეგმის ფორმა/სქემა


გაკვეთილის მთავარი თემა
Helping other people. Mary Seacole
სწავლების საფეხური
მე - 6 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის  22 მოსწავლე(კლასში შეზღუდული შესაძლებლობების მოსწავლე არ არის)
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალობა